,,ჩემი საყვარელი წიგნი''- ღონისძიება ხობის საჯარო ბიბლიოთეკაში

 

    30 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ,,ჩემი საყვარელი წიგნი''-პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ მკითხველები: გიორგი თელია,(ხობის N2 საჯარო სკოლა) თეკლა დავითულიანი, სოლომონ ქირია, დათა რეკვავა, ქეთევან ნადარაია, გიორგი ნადარაია (ხობის N1 საჯარო სკოლა) მარიამ კანკია, ქეთევან ქარდავა, მაგდა ტურავა, მეგი კოდუა, ლულიკო კანკია (ხეთის საჯარო სკოლა).
    ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლები. ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ სიგელები პრეზენტაციაში -,,ჩემი საყვარელი წიგნი"- მონაწილეობისათვის.
    მადლობა აღნიშნული სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს თანადგომისა და ბიბლიოთეკასთან აქტიური თანამშრომლობისათვის.