ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი და გალაკონცერტი გაიმართა.
კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურს-ფესტივალში საქართველოს მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლები, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ საკონცერტო პროგრამის ფარგლებში სოფო ხალვაშის, საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულის, ანდრია ფუტკარაძის და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ კონცერტები გაიმართა.
,,ჰარიდა'' ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ხელოვნების აკადემიის, მუსიკის აკადემიის მხარდაჭერით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა.