ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულის, ანდრია ფუტკარაძის კონცერტი გაიმართა.
კონცერტს საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, კონკურს-ფესტივალის ჟიურის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურს-ფესტივალ ,,ჰარიდას’’ საზეიმო დახურვა - კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება და გალა კონცერტი 29 აპრილს გაიმართება.
კონკურს-ფესტივალი ,,ჰარიდა” ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ხელოვნების აკადემიის, მუსიკის აკადემიის მხარდაჭერით და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტარდება.