ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალი „ჰარიდა“, სოფო ხალვაშის კონცერტით საზეიმოდ გაიხსნა


 ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალი „ჰარიდა“, სოფო ხალვაშის კონცერტით საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, კონკურს-ფესტივალის ჟიურის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურს-ფესტივალი ,,ჰარიდა” ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ხელოვნების აკადემიის, მუსიკის აკადემიის მხარდაჭერით და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტარდება.

კონკურს-ფესტივალ ,,ჰარიდას’’ საზეიმო დახურვა - კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება და გალა კონცერტი 29 აპრილს გაიმართება.

ხობის კონკურს-ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი პიანისტი  ვალერიან შიუკაშვილია.