გოგა ბერაიას სახელობის ხსოვნის ტურნირში პირველ ხორგელებმა გაიმარჯვეს

 

19 აპრილს, პირველ ხორგაში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა.

მემორიალური ტურნირის გამარჯვებული პირველი ხორგის ადმინისტრალიული ერთეულის გუნდი გახდა, მეორე ადგილი კი ჭალადიდის გუნდმა დაიკავა.

საფეხბურთო ტურნირის ფინალურ შეხვედრას გოგა ბერაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.

სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით  ჩატარდა.