 დავით მორგოშია / Davit Morgoshiaმ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს მადლობის სიგელი გადასცა
დავით მორგოშია / Davit Morgoshiaმ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს მადლობის სიგელი გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ აფხაზეთიდან დროებით დევნილ, ღვაწლმოსილ პედაგოგს არველოდ შონიას, დაბადებიდან 83 წლისთავის აღსანიშნავად, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობის, მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ აფხაზეთიდან დროებით დევნილ, ღვაწლმოსილ პედაგოგს არველოდ შონიას, დაბადებიდან 83 წლისთავის აღსანიშნავად, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობის, მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. არველოდ შონია წლების განმავლობაში ოჩამჩირის რაიონის, სოფელ კვიტოულის №2 საშუალო სკოლის დირექტორი და  ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი იყო. დევნილობის შემდეგ მან ხობის საშუალო სკოლაში განაგრძო პედაგოგიური საქმიანობა.
არველოდ შონია წლების განმავლობაში ოჩამჩირის რაიონის, სოფელ კვიტოულის №2 საშუალო სკოლის დირექტორი და  ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი იყო. დევნილობის შემდეგ მან ხობის საშუალო სკოლაში განაგრძო პედაგოგიური საქმიანობა. ხობში აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგის დაბადების დღე აღნიშნეს, რომელსაც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს და შონიების საგვარეულო კავშირის წარმომადგენლები, კვიტოულიდან დევნილი მასწავლებლები და პედაგოგის ყოფილი მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ხობში აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგის დაბადების დღე აღნიშნეს, რომელსაც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს და შონიების საგვარეულო კავშირის წარმომადგენლები, კვიტოულიდან დევნილი მასწავლებლები და პედაგოგის ყოფილი მოსწავლეები ესწრებოდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო კიდევ ერთხელ ულოცავს დაბადების დღეს ღვაწლმოსილ პედაგოგს და უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას გამთლიანებულ საქართველოში!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო კიდევ ერთხელ ულოცავს დაბადების დღეს ღვაწლმოსილ პედაგოგს და უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას გამთლიანებულ საქართველოში! 

