გლოვის დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობასთან სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის დროშები დაეშვა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ძნელია სათანადო სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტრაგედია, რომელიც დღეს დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალდა.
მთელი გულით ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.
მთელი საქართველო გლოვობს თქვენთან ერთად.
დავით ბუკია