🎄„ახალი წლის დღეების” ფარგლებში ღონისძიება, დღეს ქალაქ ხობში გაიმართა.
🌟ქალაქის ცენტრალურ პარკში საახალწლო დეკორაციები, საბავშვო სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები მოეწყო.
ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
საახალწლო ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🎙 სადღესასწაულო ღონისძიება “ქართული ხმების“, ზუკა ხუციშვილის ბენდის კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.
"ახალი წლის დღეები" საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს მეოთხედ გაიმართა. #ახალიწლისდღეები #ახალიწელი2025