ქალაქ ქუთაისში გამართულ, მსოფლიო ჩემპიონის თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირში, ხობის სპორტის ცენტრის მოჭიდავეებმა: დავით ხულორდავამ 29 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო 48 კგ. წონით კატეგორიაში ნიკოლოზ მეუნარგიამ მესამე ადგილი მოიპოვა.
მწვრთნელი: სურაჯ გვასალია.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ნორჩ მოჭიდავეებს!