ტელეწამყვანი მარიამ ბუკია

 
მარიამ ბუკია:

დღეს პირველად მივესალმე  მაყურებელს, როგორც საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ამჯერად პირდაპირ ეთერში და არა ჩემი ოთახის სარკეში, როგორც ბავშვობაში...

და მადლობის მეტი რა მეთქმის იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს.

სულ ერთ რამეზე მეფიქრება, რომ ჩემს მაყურებელთა სიას  მთავარი გულშემატკივარი აკლია...

არადა ის ყოველთვის, ყოველთვის გამონახავდა დროს საინფორმაციოს საყურებლად.

წლები გავა, ალბათ, ჩემი ასაკიც მამაჩემისას გადააჭარბებს, ყველა ჩანაწერს მტვერი დაედება, მათ კი ის ვერასდროს ნახავს... 

რამდენი  ნაბიჯიც წინ, იმდენი ნაბიჯი უკან, სევდისკენ...

მაგრამ იქნებ მიყურებს კიდეც სადღაც შორიდან... იქნებ მისმენს... ☁️

მეგობრებო, მადლობა მხარდაჭერისთვის, კეთილი სურვილებისთვის, გამოხატული თითოეული უბოროტო  ემოციისთვის და შეტყობინებისთვის.