19 ივნისს საჯიჯაოს კულტურის სახლში გაიმართა საზეიმო კონცერტი „ჩვენ აქ ვართ“.
კონცერტის ძირითადი საკონცერტო ნომრები შეასრულა ამავე კულტურის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ოქროს საწმისი“ (ქორეოგრაფები: ბექა და ნიკა ქავთარაძეები). კონცერტზე ასევე გაჟღერდა ქართული სიმღერები ინდივიდუალური შემსრულებლების მიერ.
ღონისძიების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი საჯიჯაოს კულტურის სახლის მენეჯერი, ქალბატონი ქეთინო კაკაშვილი გახლდათ. საკონცერტო ნომრებმა მაყურებელთა დიდი ოვაციები და მოწონება დაიმსახურა.
ფოტოების ავტორი: გოჩა შონია