2024 წლის 3 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
 მსოფლიოს 2023 წლის ვიცე-ჩემპიონი
მსოფლიოს 2023 წლის ვიცე-ჩემპიონი ევროპის 2023 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
 ევროპის 2023 წლის ბრინჯაოს პრიზიორი  ევროპის 2022 წლის ვიცე-ჩემპიონი
 ევროპის 2022 წლის ვიცე-ჩემპიონი მსოფლიო 2021 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
მსოფლიო 2021 წლის ბრინჯაოს პრიზიორი  ევროპის 2022 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
 ევროპის 2022 წლის ბრინჯაოს პრიზიორი  მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი  ევროპის 2019 წლის ჩემპიონი U23
 ევროპის 2019 წლის ჩემპიონი U23   მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი U23
 მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი U23  ევროპის 2018 წლის ჩემპიონი U23
 ევროპის 2018 წლის ჩემპიონი U23  მსოფლიოს 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
 მსოფლიოს 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორი  ევროპის 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
 ევროპის 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორი  ევროპის 2017 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U20
 ევროპის 2017 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U20 ევროპის 2016 წლის ჩემპიონი U20
 ევროპის 2016 წლის ჩემპიონი U20   მსოფლიო 2016 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U20
 მსოფლიო 2016 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U20 მსოფლიოს 2015 წლის ვიცე-ჩემპიონი U20
 მსოფლიოს 2015 წლის ვიცე-ჩემპიონი U20  ევროპის 2015 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U20
 ევროპის 2015 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U20  ევროპის 2014 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U17- იყო.
 ევროპის 2014 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U17- იყო.ნუგზარ წურწუსმიას უკანასკნელ გზაზე გაცილება და სამგლოვიარო მიტინგი 
 თავისი ხობი მთელ მსოფლიოს ერჩია, მიუხედავად მრავალი მოწვევებისა და აღქმული ზღაპრული ჰონორარებისა, სხვაგან არც კი გაუხედავს, სხვანაირად არც შეეძლო, მისი აღმზრდელი მწვრთნელის მამუკა ყორშიას დიდი რიდი და სიყვარული ჰქონდა, ზღვა სიხარულთან ერთად ტკივილიც ბევრი შეხვდა, უდროო წასული ახალგაზრდა დედ-მამის ამ ქვეყნიდან ასე ნაადრევად წასვლა.
  თავისი ხობი მთელ მსოფლიოს ერჩია, მიუხედავად მრავალი მოწვევებისა და აღქმული ზღაპრული ჰონორარებისა, სხვაგან არც კი გაუხედავს, სხვანაირად არც შეეძლო, მისი აღმზრდელი მწვრთნელის მამუკა ყორშიას დიდი რიდი და სიყვარული ჰქონდა, ზღვა სიხარულთან ერთად ტკივილიც ბევრი შეხვდა, უდროო წასული ახალგაზრდა დედ-მამის ამ ქვეყნიდან ასე ნაადრევად წასვლა.აღარ შერცხვა სიკვდილს?
ბედისწერის წამებს
ამაყად რომ გითვლის.
მერე მოვა ჟამი
უსასრულო ფიქრის,
ნეტავ ეხლა სად ხარ
იქნებ სუნთქვა გიჭირს.
მოდი ჩემპიონო
დაგვაჯერე კვლავაც,
შენი გამარჯვება
ვიზეიმოთ ხვალაც.
არ დანებდე არა
მოუყევი უფალს,
უშენობა ბიჭებს
ცოცხლადაც რომ გვღუპავს.
ტატამზეა ბრძოლა
ისევ ნუგო იბრძვის,
რეალობას ვაღრჩობ
აღარ მჯერა ფიცის.
გათენდება ხვალაც
გათენდება ვისთვის,
ალბათ ღმერთი მედლებს
ცრემლებივით გითვლის.
ჩაგიხუტებს დედა
მამა გეტყვის სათქმელს,
დავიწყების შიში
ნუ გექნება ქართველს.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს. სოციალურ ქსელში, მეგობრები სპორტსმენს გამოსამშვიდობებელ პოსტებს უძღვნიან...
„გვაპატიე, თუ რამე შეგვეძლო და ვერ მივხვდით...“
„საკუთარ თავს რატომ არ შემოუძახე, ნუგო...“
„ჩვენი გამარჯვების სიმბოლოდ ქცეული ნუგო წავიდა... დიდი სიხარულის მჩუქებელმა, ახლა დიდი ტკივილი დაგვიტოვა...“
 
 „რატომ ნუგო,  როგორი ტკივილი მოგვაყენე, ჩემპიონო,  ყველას ტკივილი ხარ... გასკდა გული...“
„არადა, ოლიმპიურ მედალს იყო შეპირებული... უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ნუგო“
„არ მინდა ამ რეალობაში ყოფნა, ჩემპიონო! ვიცოდი, ძლიერი იყავი, მაგრამ თუ ასეთი ძლიერი - არა... მშვიდობით, არა, ნახვამდის. მადლობა, რომ მთელი ცხოვრებით მეამაყები!... რატომ არ აგვირჩიე, ვისაც ასე ძალიან გვიყვარდი?“
„გული ამომგლიჯე!!! შეგრცხვეს სიკვდილო...“
„გული მეწვის, თითქოს, გაჩერდა... არ მჯერა, ნუგიტო, ჩემი ძამიკო, რატო გადადგი ეს ნაბიჯი, რით გიშველო, რა გავაკეთო, არ ვიცი, ძმაო... გაოგნებული, გაშეშებული ვზივარ და ვიგონებ ჩვენს ერთად გატარებულ დროებს... რატო ნუგო, ნუთუ ასე უნდა გამეხსენებინა ეს ყველაფერი, ძამიკო...“ - წერენ სოციალურ ქსელში.
https://primetime.ge/news/sazogadoeb/gvapatie-tu-rame-shegvedzlo-da-ver-mivkhvdit-msoflio-chempions-glovoben
“შარშან დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა… მარტო დარჩა და...” – რას წერეს მაგდა კლდიაშვილი დაღუპულ ნუგზარ წურწუმიაზე
ელდანიზ აზიზლი: წურწუმია ჩემი ქალიშვილის საყვარელი მოჭიდავე იყო
“მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები ვიყავით, ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის კარგი იყო, ხალიჩამ დაგვამეგობრა”,_ ამბობს აზიზლი გამოცემასთან საუბრისას.
“მე და წურწუმია მრავალი წელი ვიყავით მეტოქეები, მაგრამ გარეთ ვმეგობრობდით. ბოლოს 20 დღის წინ შევხვდით. ვისაუბრეთ და ვიხუმრეთ… წელს ცოტა გაუჭირდა ნუგზარს, დედა გარდაეცვალა, ყველაზე ცუდი ის არის, რომ 7 წლის ასაკში, მისი პატარა ძმა მარტო დარჩა”,_ ამბობს IDMAN.BIZ-სთან საუბრისას აზიზლი.
ცნობისთვის, ნუგზარ წურწუმია, ხობში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
CORSIER-SUR-VEVEY, Switzerland (July 3) -- Nugzari TSURTSUMIA (GEO), a 2019 world champion, passed away Wednesday at the age of 27 years in his hometown Khobi, Georgia. The young star's death has left United World Wrestling and the entire wrestling community saddened.
The 27-year-old recently competed at the Budapest Ranking Series in June and won a bronze medal in the Greco-Roman 55kg weight class, the same weight he has won two silver and two bronze medals at the World Championships. Apart from the five medals at the World Championships, Tsurtsumia also won four at the European Championships -- a silver and three bronzes.
At the age group level, Tsurtsumia accomplished much. He completed the set of medals at the European Championships, winning bronze at the U17 level, gold and two bronzes at the U20 and two golds at the U23 level.
In the age-group World Championships, Tsurtsumia was the U23 world champion in 2018 and a silver and bronze medalist at the U20 level.
His remarkable achievement came in Nursultan at the 2019 World Championships when he rocked the field to become the world champion. He outscored his opponents 34-3 in four bouts to win the gold, Georgia's first at the World Championships in 12 years.
United World Wrestling, Georgian Wrestling Federation and the wrestling community mourns the death of an incredible talent. Their thoughts are with the Tsurtsumia family in their time of grief.
მძიმე დღეა დღეს ჩვენთვის... დიდი მწუხარება სუფევს ჩვენს გარშემო და ამ მწუხარების მიზეზი ჩვენი ნუგოა, ჩვენი ჩემპიონი, რომლის მოტანილმა გამარჯვებებმა სხვა სიამაყე შეგვძინა ჩვენ- ხობელებს...2014 წლიდან დღემდე არ ყოფილა არცერთი შეჯიბრი თუ პირველობა, პრიზებითა და ჯილდოებით რომ არ დაბრუნებულიყო და ჩვენ არ გავეხარებინეთ. ხობიც ხვდებოდა თავის ჩემპიონს სიხარულითა და პატივისცემით...
ნუგომ უამრავი ორთაბრძოლა მოიგო, ძნელად ეცემოდა, სიამაყით ვწევდით თავს მისი გამარჯვებებით მოხიბლულები, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, მთავართან- ცხოვრებასთან ბრძოლაში დამარცხდა! საბრძოლო მოედნიდან წავიდა ჩვენი ჩემპიონი და დაგვტოვა მოულოდნელი ტკივილით გაწბილებულები...გუშინ თუ გუშინწინ მის დასახვედრად საზეიმო დახვედრებს ვაწყობდით და დღეს კი ხობი და საქართველო ამქვეყნიდან მისი ნაადრევი წასვლის ცერემონიალისთვის ემზადება....
გვენანები ნუგო...ენანები უამრავ შენს პატარა თუ დიდ მეგობარს, ნაცნობს თუ უცნობს... არ გვემეტება შენთვის ასეთი დასასრული და მჯერა არც დასრულდება შენს სახელთან დაკავშირებული ამბები... შენი ხსოვნა არ დაიკარგება და შენს ღვაწლს სხვა საქმეში გავაცოცხლებთ...შენი სიცოცხლე სხვა სახეს მიიღებს და მარადისობიდან დაუბრუნდები შენს საყვარელ ადამიანებს... ღვაწლმოსილები არ კვდებიან!
უმძიმესი დღეა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და სრულიად საქართველოსთვის, რადგან ვემშვიდობებით გამორჩეულ, ღირსებით შემკულ პიროვნებას, უბადლო სპორტსმენს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულსა და პრიზიორს, სიცოცხლით აღსავსე ვაჟკაცსა და თავის მშობლიურ ქალაქზე უზომოდ შეყვარებულ, სამაგალითო ახალგაზრდას - ნუგზარ წურწუმიას.
ჩვენს რიგებს, ასე ნაადრევად დააკლდა დიდი მოჭიდავე, რომელმაც მიუხედავად თავისი ხანმოკლე ცხოვრებისა, შეძლო და შორს გაუთქვა სახელი როგორც ჩვენს ქალაქს, ისე სრულიად საქართველოს. დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ არაერთხელ ააჟღერებდა ჩვენს სახელმწიფო ჰიმნს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენც, მისი უდიდესი ქომაგები, არაერთხელ ვიამაყებდით ახალი გამარჯვებებით.
მადლობა, ნუგზარ, ქართული სპორტისა და შენი მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის!
გემშვიდობებით, ვგლოვობთ, მაგრამ ზუსტად ვიცით - შენს ამაგს, მშობლიური ხობი არასდროს დაივიწყებს!
დავით ბუკია ხობის მუნიციპალიტეტის მერი
წახვედი…!
უკვდავთა ჩაები კამარას,
მადლობას გიხდით და ნუ გვეტყვი “არაფრის”,
დაგვტოვე სევდის და დარდების ამარა,
თუმცაღა , შენს ჰიმნად არცერთი არა ღირს.
წახვედი …!
ისევ იმ კოლხური სიშლეგით,
და აწი ლეგენდებს ვუამბობთ პატარებს ,
სამშობლო მოგიხდის მადლობას ყოველთვის,
მაგ მხრებით დროშა, რომ ამაყად ატარე.
ქართულად გტკიოდა , გიყვარდა , სისხლს ღვრიდი ,
ასეთი ქართველის არ ყოფნა გვაწუხებს ,
იქნება ერთხელაც შეხვიდე ლეიბზე ,
იქნება დაუძვრე სიკვდილის მარწუხებს…!
მურცხვალაძე გიორგი
 





%20%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%20(1).jpg)
%20%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%20(2).jpg)
%20%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%20(3).jpg)
%20%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%20(4).jpg)
%20%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%20(5).jpg)
%20%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%20(6).jpg)
%20%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%20(7).jpg)
%20%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%20(8).jpg)
%20%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%20(9).jpg)
%20%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%20(10).jpg)
%20%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%20(11).jpg)
%20%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%20(12).jpg)
%20%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%20(13).jpg)
%20%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%20(14).jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)




















