ხობში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 

    6 აპრილს, ხობის ცენტრალურ პარკში, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეჯიბრებები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთსა და გეზრბენში.
სპორტულ შეჯიბრებაში გამარჯვებული და პრიზიორი სკოლის მოსწავლეები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.
2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს.
6 აპრილი სიმბოლურად იქნა შერჩეული, რადგან სწორედ 1896 წლის 6 აპრილს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები.