მერმა სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

დღეს, ახალი სასწავლო წლის დაწყება კოლეჯ „ფაზისის“ ხობის განყოფილების სტუდენტებს, მასწავლებლებს და საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ მიულოცა.

პროფესიული სასწავლებელი სრულად არის კეთილმოწყობილი და აღჭურვილი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. კოლეჯი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და გახდნენ კონკრეტული დარგის სპეციალისტები.

 საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისის“ ხობის (ნოჯიხევის) განყოფილებაში ფუნქციონირებს 11 გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
















📣კოლეჯი „ფაზისი“ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ!
ახალი სასწავლო წელი, ახალი შემართება, ახალი გამოწვევები, ინოვაციები და ზღვა თავგადასავლები 🎓🚀
👇👇👇კოლეჯის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ შესრულებული მისალოცი მუსიკალური ნომერი სტუდენტებს მიეძღვნათ👇👇👇