ჟოზეფინა (თამარ) ბუკია - წინაპართა გახსენება

 

ბაბუაჩემი გრიგოლი ივანეს ძე თოდუა - დაბადებული 1902 წელს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამ დროისთვის ის სასოფლო საბჭოს ხელმძღვანელობდა, გადმოცემით ვიცი, რომ დასცლოდა უფრო მეტ სიმაღლეებს მიაღწევდა, უფალმა აცხონოს მისი სული!

            ბებია   ხუხა მალონის ასული ჭითანავა, დაბადებული 1910 წელს, ახალგაზრდა დაქვრივდა, მცირეწლოვანი შვილები დარჩა, მაგრამ ბებიაჩემმა შეძლო ის, რომ  შვილები გაეზარდა და გზაზე დაეყენებინა ოჯახს უვლიდა, სოფლის მეურნეობა მოვლილი ჰქონდა და შვილებს  და ოჯახს ყურადღებას არ აკლებდა, იყო შრომისმოყვარე და თბილი ბებია. მახსოვს დიდი სიხარულით მივდიოდი ბებიასთან სახლში, „მაჩხომერში“. 
    ეზოს უკან იყო შემაღლებული ადგილი, სადაც ზამთარში თოვლში ვსრიალებდით ბავშვები, იქვე იყო საუკუნოვანი ნანგრევები და ვათვალიერებდით დიდი ინტერესით.

    მიმიხაროდა ბებოსთან, ვიცოდი იქ მრავალი ნუგბარი დამხვდებოდა. ჩურჩხელა-ჯანჯუხა, ტილისკვერი, ხილი, კეცზე შემწვარი ხაჭაპური და ტაბაკა წიწილა უგემრიელესი ბაჟეთი დაუვიწყარი გემოთი... დედასაც  გამოყვა ბებიისგან,  უგემრიელესი ხელი ქონდა... ყველაფერი რასაც ამზადებდა, სულს და გულს დებდა და ამიტომაც გამოსდიოდა  გემრიელი ყველაფერი..

    ლამაზი დედ-მამის შვილი, დედაჩემიც ულამაზესი იყო, მშრომელი და ოჯახის მოყვარული...მიჭირს დედაზე  წარსულში საუბარი...

 დედის სურვილი იყო, მშობლების გვერდით დაედო სამუდამო ბინა, და დღეს მისი ახლობლების გვერდითაა.

ნათელი და სანთელი არ მოაკლდეთ  იქ სადაც მართალნი განისვენებენ!




გრიგოლ თოდუა მეუღლესთან ხუხა  ჭითანავასთან ერთად

დედა დარეჯან თოდუა შვილებთან ჟოზეფინა და ტარიელთან ერთად


გრიგოლ თოდუა










დუშა ლაშხია შვილებთან: ჯუმბერი, მურმანი, რძალი დარეჯანი და ველინა