მსოფლიო დონის მეცნიერი ხობში - პროფესორმა ანდრეი ვინოგრადოვი ( Андрей Юрьевич Виноградов) მაჩხომერის შესახებ

 

ვინოგრადოვმა „მაჩხომერის“ წარწერები შეისწავლა
ხობმა მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო მოვლენას უმასპინძლა: ქალაქს მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანდრეი იურის ძე ვინოგრადოვი ესტუმრა. ცნობილმა მეცნიერმა „მაჩხომერში“ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი წარწერები და თავად უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლი შეისწავლა.
როგორც ცნობილია, „მაჩხომერის“ ადრექრისტიანული ხანის ძეგლზე (რომელიც VI საუკუნის შუა ხანებით თარიღდება) აღმოჩენილმა ბერძნული მთავრული ასოებით შესრულებულმა წარწერებმა უკვე მიიპყრო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება.
პროფესორ ვინოგრადოვის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ძეგლის უდიდესი მნიშვნელობა. მასთან შეხვედრისას გამოითქვა დიდი კმაყოფილება „ასეთ დიდ მეცნიერთან და დიდებულ ადამიანთან“ ურთიერთობის გამო.
ახალი არგუმენტები „ექვთიმეს“ ვარაუდების გასამყარებლად
როგორც ირკვევა, ბატონმა ვინოგრადოვმა გაამყარა ის ვარაუდები, რომლებიც „ექვთიმეს“, ბატონ გოგიტა ჩიტაიას გააჩნია ამ უაღრესად მნიშვნელოვან ძეგლთან დაკავშირებით.
რა კონკრეტულ ვარაუდებს ეხება საქმე და რა ახალი არგუმენტები გაჩნდა მათი მართებულობის დასამტკიცებლად, ეს დეტალები ამ ვიდეოში  „მაჩხომერი“ არის გადმოცემული (ავტორი ირაკლი შონია-ხობარის)