„ახალგაზრდული დღეები“ ხობში

 

დღეს, ქალაქ ხობში „ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

ხობის კულტურის სასახლეში ადმინისტრაციული ერთეულების ახალგაზრდული გუნდების მონაწილეობით ინტელექტუალური თამაში ჩატარდა, სადაც პირველი ადგილი ჭალადიდის „არგომ“ დაიკავა, მეორე ადგილი ქარიატის „ქარიენტის“ ერგო, ხოლო მესამე ადგილზე ახალი ხიბულის „ინტელექტი“ გავიდა. ახალგაზრდული გუნდების წევრებს სიგელები და წიგნები გადაეცათ.

ხობის ცენტრალურ პარკში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა ქუჩის კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში.

ღონისძიებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 „ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ცენტრალურ პარკში დიჯეი „ალექსის“ კონცერტით დასრულდება.

კონცერტი, 20:00 საათზე დაიწყება.

„ახალგაზრდული დღეები“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.