ხობში საკრებულოს თავმჯდომარესა და პოლიციის დეპარტამენტის უფროსს შორის დაპირისპირება იყო


რამდენიმე დღის წინ ხობში დაპირისპირება იყო - ფორმულას წყაროს ცნობით, ღამის საათებში ერთმანეთს ხობის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ქავთარაძე და ხობის პოლიციის სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელი, თენგო ძაძამია დაუპირისპირდნენ.

როგორც ფორმულას ანონიმური წყარო უყვება, თავდაპირველად ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მისივე ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე ძაძამიამ ქავთარაძის დასაშინებლად რამდენჯერმე გაისროლა.

ლევან ქავთარაძე, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის სიმამრია, დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ფორმულას ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

https://formulanews.ge/News/96492