2023-2024 სასწავლო წლიდან  სსიპ ქ.ხობის N1 საჯარო სკოლა ჩაერთვება ესტონურ პროექტში,  რომელიც მიზნად ისახავს ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის - ესტონური გამოცდილების გაზიარების მეშვეობით მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. 
    პროექტის ფარგლებში სკოლამ პირველ ეტაპზე უკვე მიიღო მათემატიკის მოსწავლის წიგნი სამუშაო წიგნთან ერთად , რომლითაც წარიმართება სასწავლო პროცესი     მე-5  (25 კომპლექტი) და მე-6 კლასში (24 კომპლექტი).
     ,,Max მათემატიკა- მათემატიკის კურსი, რომელიც სპეციალურად შექმნილია საერთაშორისო კურიკულუმების მიხედვით
      Max მათემატიკა სამუშაო წიგნი: 
• ეხმარება მოსწავლეებს მიაღწიონ საერთაშორისო კურუკულუმით დსახულ მიზნებს
• ხელს უწყობს მოსწავლეებს ჩაერთონ თანამშრომლობით სწავლებაში და შეისწავლონ ცხოვრებისეულ მაგალითებზე დაყრდნობით
• სთავაზობს სავარჯიშოებს, რომლებიც მიჰყვება კონკრეტულიდან აბსტრაქტულამდე მიდგომას
• უზრუნველყოფს ენის გაუმჯობესებას
• ფერადი ილუსტრაციები და ფოტოები ეხმარება მოსწავლეს ენთუზიაზმითა და ხალისით მიუდგეს მათემატიკის შესწავლას“
მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო -ს ამ შესაძლებლობისთვის.
 



