წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღე

 

12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. 
    ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, იქ სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული,  წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. 
    ცოტნე დადიანი წმინდანად 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შეირაცხა.
    წირვას  მრევლთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერი  დავით ბუკია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.















12 აგვისტო, 2023 წელი.

დღესასწაული წმიდისა ცოტნე აღმსარებლისა, სამშობლოსათვის თავდადებულისა.

ხობის (ნოჯიხევის) ხარების დედათა მონასტერის, ღვთისმშობლის მოძინების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას წარმართავს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ეპარქიის სამღვდელოების მონაწილეობით.
საღმრთო ლიტურგია დაიწყება 12 აგვისტოს,
დილის 10:00 საათზე.

ამ ტაძარში, დადიანების საგვარეულო აკლდამაში, მისთა წინაპართა შორის მსვენარებს წმიდა ცოტნე აღმსარებლის წმიდა ნაწილები.
 
წმიდანის ტროპარი:
აღმსარებელმან შენმან, უფალო, ცოტნე, ერთგულებითა და სიმტკიცითა თვისითა განაცვიფრა მტერი ქართველთაი იხსნა ერი თვისი განსაცდელისგან, რამეთუ აქუნდა მას შენმიერი ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი!

წმიდანის კონდაკი:
დღესასწაულობს დღეს პატიოსანსა ხსენებასა შენსა მამული ქვეყანაი შენი და შემოჰკრებს შვილთა საქართველოის ეკლესიისათა, რომელნი ადიდებენ ღვთივსათნოსა განზრახვასა შენსა, რამეთუ სახე ექმენ ერსა შენსა, ვითარცა აღმასრულებელი მცნებათაი, ამისთვისცა სიხარულით აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა, წმიდაო აღმსარებელო, მოყუასთათვის თავდადებულო, ცოტნე!

გილოცავთ დამდეგ დღესასწაულს!
ერთად შევავედროთ წმიდა ცოტნე აღმსარებელს მისგან შეყვარებული სამშობლო, სრულიად საქართველო!

ფოთისა და ხობის ეპარქია