ცკ-ის პირველი მდივანი და "მეგრელთა საქმისთვის" გასამართლებული ხორგელი ალიოშა მირცხულავა

  ალიოშა (ალექსანდრე) მირცხულავა დაიბადა 1911 წლის 11 მაისს, ხობის რაიონის სოფელ ხორგაში. დაამთავრა ქ. ზუგდიდის პედაგოგიური ტექნიკუმი 1930 წელს.

1932 წელს ხობის კომკავშირის რაიკომის მდივანია; 1932-1933წწ.საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1933 წელს მცხეთის კომკავშირის პირველი მდივანი; 1935 წელს ხონის კომკავშირის პირველი მდივანი; 1937 წელს საქართველოს კომკავშირის ცკ-ის მეორე მდივანი; 1937-1941 წწ. საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; გენერალ-ლეიტენანტი (1944), 1941-1943 წწ. აფხაზეთის კომპარტიის მეორე მდივანი; 1943-1947წწ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; 1947-1950წწ. უმაღლესი პარტიული სკოლის სტუდენტი; 1950-1952წწ. საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1953 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი;


ალიოშა მირცხულავა კრემლში. ქვედა რიგის შუაში იოსებ სტალინი. პირველ რიგში: 1. ალექსანდრე მირცხულავა, 4. მიხეილ კალინინი, 5. კლიმენტი ვოროშილოვი, 6. სტალინი, 7. ვიაჩესლავ მოლოტოვი, 8. ანდრეი ჟდანოვი, 9. ლაზარე კაგანოვიჩი, 10. ნიკოტა ხრუშჩოვი, 11. გიორგი მალენკოვი

 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს ლავრენტი ბერია, მოსკოვში ძალაუფლების ცენტრი სრულიად შეიცვალა. ამას დომინოს პრინციპით მოყვა ბერიას კადრების დაპატიმრება როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონალურ დონეზეც. ლავრენტი ბერია „ხალხის მტრად“ გამოცხადდა. დაიწყო მისი კლანის წევრების წინააღმდეგ ხანგრძლივი, თითქმის 3 წლიანი სასამართლო პროცესები მოსკოვსა და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში.  19-20.09.1953 პლენუმზე აგრეთვე გადააყენეს ლავრენტი ბერიას კადრი, საქართველოს ცკ-ის პირველი მდივანი ალიოშა მირცხულავა. 1951 წელს, სტალინმა წამოიწყო რეპრესიების ციკლი, რომელიც შემდეგ “მეგრელთა საქმით” გახდა ცნობილი. ერთიმეორის მიყოლებით აპატიმრებდნენ მეგრელებს, რომლებსაც იმ პერიოდში საქართველოში ცენტრალური თანამდებობები ეჭირათ. მათ ბრალი ნაციონალური დაჯგუფების შექმნასა და ღალატში ედებოდათ. დაპატიმრებების სერია 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, შეჩერდა. დაპატიმრებულთა შორის იყო სამი ხობელი: ხობის რაიკომის მდივანი მიხეილ სორდია, ცკ-ის ყოფილი ინსტრუქტორი მარიამ ჭკადუა, ცკ-ის ყოფილი ინსტრუქტორი ალიოშა მირცხულავა. ალიოშა მირცხულავა 1953-1980 წწ. სამეურნეო პასუხისმგებელ სამუშაოზეა: იყო ჩაქვის ჩაის მეურნეობის დირექტორი, "საქპურტრესტის" მმართველის მოადგილე, გაერთიანება "საქთამბაქოს" ტრესტის მმართველი მსუბუქი მრეწველობის სამინისტროში; 1941-195წწ. დიდი სამამულო ომის პერიოდში, იყო ამიერკავკასიის სამხედრო საბჭოს წევრი, ამავე პერიოდში მუშაობდა ჯერ აფხაზეთის კომკავშირის პირველ მდივნად და შემდგომ აფხაზეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად, ასრულებდა მთავარსარდლობის დავალებებს და ამითი ხელს უწყობდა ჩრდილო კავკასიის განთავისუფლებას ოკუპანტებისაგან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

 ალიოშა მირცხულავა გარდაიცვალა 2009 წლის თებერვალში, 97 წლის ასაკში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

•           ღირსების ორდენი

•           შრომის ვეტერანი

•           სამამულო ომის ვეტერანი

•           საპატიო ნიშნის ორდენი

•           წითელი ვარსკვლავის ორდენი

•           შრომის წითელი დროშის ორდენი

•           სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

•           ლენინის ორდენი

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მასალები.