ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

 


    ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუთხე ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. კეთილმოწყობილი გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, გია ჩაბალუხასთან ერთად დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 632 000 ლარს შეადგენს. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი მერიამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა.