ახალგაზრდული საბჭოს წევრთა კონკურსი დასრულდა

 

    ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭოს წევრთა კონკურსი დასრულდა. საკონკურსო კომისიის წევრებმა ახალგაზრდული საბჭოს წევრობის მსურველთა 24 განცხადება განიხილა და კონკურსანტებთან გასაუბრება გამართა. გასაუბრებაზე შერჩეული საუკეთესო კონკურსანტები ახალგაზრდული საბჭოს წევრები გახდებიან. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 14-დან 29 წლის ჩათვლით ასაკის ახალგაზრდებს. ახალგაზრდული საბჭოს მიზანია: ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა; ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობა, ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში, ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინების თვალსაზრისით; ახალგაზრდების ინფორმირება, ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მოვლენების, პროგრამების/ქვეპროგრამების და სიახლეების შესახებ.