ტოპონიმები - (ქარიატა)

 


ლემეციშ კანალი - ერქვა არხს, რომელიც ერთოდა ცის მარჯვენა მხრიდან. გაუთხრიათ გერმანელებს. ლემეცი „გერმანელი“.
ოკურ(უ)კიე/ოკუროკიეღალ - ღელე, ჭიჭე ცის მარჯვენა შენაკადი. იწყება სატაბაღუოში. „კუ ბევრია ამ ღელეში და ამიტომ დარქმევია“.
ონოშქერე „სანახშირე“ - ერქვა ტყეს საგვასალიოში, წკირონღალსა და ძაგანიეფიშ წისქვილს შუა. ტყეში ნახშირს წვავდნენ და სამჭედლოში ყიდდნენ.
გიოჩხაპუ - სანაჩხონოს მონაკვეთი მცირე-მცირე ჩანჩქერებით. ჩხაპუა - წყლის სხურება, ფრქვევა. გიოჩხაპუ - დასასხური, წყლის დაფრქვევის ადგილი; მცირე ჩანჩქერი.
პაატა ცხადაია - სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი