ხობის მუნიციპალიტეტში მოღვაწე დამსახურებულ ადამიანთა სულის საოხად საღამო „ხსოვნა მარადი“ გაიმართა

                     

29 ივნისს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საზოგადოება „ხობელი“-ს ორგანიზებით ხობის მუნიციპალიტეტში მოღვაწე დამსახურებულ ადამიანთა სულის საოხად საღამო „ხსოვნა მარადი“ გაიმართა.
გამომსვლელებმა თავიანთ სიტყვაში გაიხსენეს კულტურის, განათლების, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და სხვა სფეროებში მოღვაწე ხობელები, რომლებმაც შექმნეს ის ხობი, რითაც დღემდე ვამაყობთ, ამ საღამოს მეტი ელფერი შესძინა მათი ცხოვრების „წარსულის ფურცლების“ გაცოცხლებამ.
აღნიშნული ღონისძიების ინიციატორი საზოგადოება ხობელის დამფუძნებელი და ბატონი მერაბ სალაყაია გახლდათ, მათი ღვაწლი, ცხოვრება დავიწყებას არ უნდა მიეცეს და სამაგალითო გახდეს მომავალი თაობებისთვის.