ზვიად დათუაშვილის მემორიალური ტურნირი ფეხბურთში

 

დასრულდა, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში. 

ტურნირის გამარჯვებული შუა ხორგის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ახალსოფლის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე გურიფულელები გავიდნენ. 

გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

მემორიალური ტურნირის ფინალურ შეხვედრას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდა.

საფეხბურთო ტურნირი მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.