დავით ჯორჯიკია ფესტივალ ,,Art Kolkhi,, -ში

 


ქალაქ ზუგდიდში რიგით მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი ,,ART-KOLKHI" ჩატარდა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის მხატვრული კითხვის წრის წევრი დავით ჯორჯიკია მონაწილეობდა.ხელმძღვანელი: ქალბატონი დოდო კაკულია.

 27 ივნისს, მხატვრული კითხვის კონკურსზე, დავით ჯორჯიკია დანიელ ხახიაშვილის ლექსით ,,წუხელ სიზმარში აფხაზეთი ვნახე"- წარსდგა და ჟიურიმ მას 57 ქულა მიაკუთვნა.

  29 ივნისს ანაკლიაში გაიმართა გალა კონცერტი და ფესტივალში გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია.დავით ჯორჯიკიამ დიპლომი, მედალი (მე-2ადგილი) მოიპოვა.

 ვულოცავთ დავითს წარმატებას! დალოცვილი ყოფილიყოს მისი სავალი გზა მომავალშიც! ვამაყობთ მისი მიზანდასახულობითა და მიღწეული შედეგით.

 მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს Nino Mamporias, ბატონ რომეო ბულიას, ჟიურის შემადგენლობას,მადლობა ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორს ბატონ კობა კობახიძეს გაწეული მხარდაჭერისა და თანადგომისათვის,დათოს ყველა გულშემატკივარს...

წყარო: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0245QZXAt7ckiAt9ewjhwej3KRTx9HMQY9EB7DXhSWd4wPfwTXf38zkVQEccdV4FTFl&id=100004244747497&mibextid=Nif5oz