ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში პატრიარქის კურთხევით საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სანუგეშო ტურის ნახევარფინალი გაიმართა.
ნეხევარფინალში ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის გუნდმა ,,ედემმა“ ღირსეულად გაიმარჯვა. გამარჯვებული გუნდი ფინალში ქ. თბილისში (სამების საკათედრო ტაძარში) მიიღებს მონაწილეობას. გუნდი ,,ედემის“ მონაწილეებს კონკურსისთვის ამზადებდა პედაგოგი ნინელი ხუხია.
კონკურსზე გუნდი ,,ედემის“ და ,,გულანის“ მომღერალთა გუნდებმა, პედაგოგებთან ერთად გალობები და ხალხური სიმღერები შეასრულეს.
კონკურსს, სკოლის მასწავლებლებთან და გულშემატკივრებთან ერთად პირველი მაისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური სვიმონი (ბუკია) ესწრებოდა.