ნოჯიხევში სამ ადგილას მოეწყო ნაპირდამცავი გაბიონი

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული სამი ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით სამ ადგილას მოეწყო ნაპირდამცავი გაბიონი.
მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული თხუთმეტი ობიექტი რეაბილიტირდება.