ნოდარ შონია POSTRED Academy-ის თანამშრომელი და სტუდენტია

 


ნოდარ შონია POSTRED Academy-ის თანამშრომელი და სტუდენტია, ის მუსიკის შექმნას სწავლობს ფილმისთვის, პარალელურად კი კინოკომპოზიტორ ზვიად მღებრის ასისტენტია POSTRED-ში. 🚀

ნოდოს მუსიკა ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა შეაყვარა, ის დღესდღეობით იუთუბერია და 300 ათასამდე გამომწერიც ჰყავს 🎶


სკოლის დამთავრების შემდეგ დიდხანს უშედეგოდ ეძებდა მუსიკალურ კურსებს POSTRED Academy-ის აღმოჩენამდე. ნოდოს თქმით, დღეს ის  ზუსტად იმ ცოდნას იღებს, რომელიც მას სურდა და ამაში აკადემიის საუკეთესო ხარისხის აპარატურა, ლექტორები და პრაქტიკული სწავლების მეთოდები ეხმარება 🎧

ნოდოსთვის მთავარ პრიორიტეტს ცოდნისა და გამოცდილების მიღება წარმოადგენს, თუმცა, რასაკვირველია, პოზიტიური ფინანსური მოლოდინებიც აქვს, რადგან, მისი აზრით,  სფეროში ცოდნა და ანაზღაურება ერთმანეთის პროპორციულია და მონდომებითა და დაუღალავი შრომით ყველაფერს მიაღწევ.

ნოდოს ყველაზე მეტად მუსიკის სფერო შემოქმედებითობის ამოუწურავი შესაძლებლობების გამო ხიბლავს 🎼

როგორც სხვა სტუდენტების, ასევე ნოდოს კარიერულ წინსვლაში დიდ როლს The USAID Industry-led Skills Development Program და POSTRED ასრულებს.

წყარო: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid02UL66c72QAEtqLFEJuJVeNUkqzQBhfvRW7TG32BJfLVwAcFpwQB5EzaGAtcuiPHg3l&id=100082997419115&mibextid=Nif5oz