24 მარტს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილის) ეპისკოპოსად კურთხევიდან 27 წელი შესრულდა

 


მილოცვა მეუფე გრიგოლის
27 წელია იტვირთეთ საქართველოს მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის მღვდელმთავრის ჯვარი... 27 წელია ეპარქიის სამსახურში იღწვით. ამას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მამამთავრობა ჰქვია. ნდობა ,სიყვარული, ჰუმანურობა ასულდგმულებს თქვენს განვლილ გზას. მძიმე და სიძნელეებითაა აღსავსე საეპისკოპოსო ჯვარი, მაგრამ ,,რწმენა გავალებდათ რაოდენ", რომ უფლის შემწეობით შეუძლებელი შესაძლებელი ხდებოდა, წარმოუდგენელი კი-ადვილად წარმოსადგენი.
ასეც მოხდა...აღმშენებლობის უანგაროდ მსახურებამ კეთილი ნაყოფი გამოიღო. თქვენგან დალოცვილ ეპარქიაში რუდუნებით დაიწყეთ ეკლესია-მონასტრების აღდგენა, საგამომცემლო-საგანმანათლებლო საქმიანობა.
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანთლებლო საშუალო სკოლა, უტყუარი დასტურია ,,დიდ არს ძალი მოყვარისა, რომელ ჰყოფს გონებასა შეკადრებად შეუკადრებელსა."
...და ფოთის საკათედრო ტაძარი, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ მხატვრული ღირსებითა და დიდებულებით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რომელიც მან ქალაქის ისტორიისათვის შეასრულა.
გილოცავთ ,მეუფეო! თქვენი წმინდა ლოცვა და მოღვაწეობა დიდხანს არ მოშლიდეს ჩვენი ეპარქიის სამწყსოსა და სრულიად საქართველოს.
მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას!





©ფოტო ირაკლი შონია

















































































































































































































©ფოტო ირაკლი შონია