საშობაო კონცერტი ხობში


 დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას ინიციატივით საშობაო კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე ანდრია გველესიანი მის ბენდთან ერთად, ქართული და უცხოური  სიმღერებით წარდგა. საზეიმო საღამო ფეიერვერკით დასრულდა. შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის" ორგანიზებით ჩატარდა.