ახალგაზრდა ხობელი პოეტის ნიკა კუკავას პოეზიის საღამო


 

🔷 22 ოქტომბერს, შაბათს ხობში -კაფე "ბიელოში" გაიმართა ახალგაზრდა ხობელი პოეტის ნიკა კუკავას პოეზიის საღამო ✨

🔷საღამო გაიმართა ხობის საინიციატივო ჯგუფის "ახალგაზრდები ახალგაზრდებისათვის" განათლების კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ✨

🔷 დღის ორგანიზებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, რისთვისაც ჯგუფის სახელით დიდ მადლობას ვუხდით მათ✨

🔷ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქ.ნანა ჭითანავას ვინაიდან სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო სივრცე და აქტიურად უჭერს მხარს ხობის განვითარებას ✨

🔷 საღამოზე ახალგაზრდა მწერალმა ისაუბრა მის შემოქმედებაზე და წაგვიკითხა რამოდენიმე ლექსი მისი შემოქმედებიდან✨ ასევე დამსწრე საზოგადოებამ ნიკას შესახებ თავიანთი შეხედულებები და მოგონებები გაგვიზიარა✨

🔷საღამოს ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი დავით ბუკია და მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების თანამშრომლები✨

🔷 მადლობა ნიკას და ულევი წარმატება მას✨

#ახალგაზრდებიახალგაზრდებისთვის💙

#ჩვენგელოდებითშენ💙