რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა

დღეს, გურიფულის სტადიონზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა.

შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, პოლიციის  და „ლიბერთი ბანკის" გუნდები მონაწილეობდნენ.

საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული საგანმანათლებლო რესურსცენტრი გახდა, მეორე ადგილი მერიამ, ხოლო მესამე ადგილი საკრებულოს გუნდმა  დაიკავა.

 სპორტული შეჯიბრების ფინალურ შეხვედრებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.