დასრულდა ნუტი ლემონჯავას რიგით მეცხრე თასის გათამაშება ფეხბურთში

29 აგვისტოს, პაატა თათარიშვილის სახელობის ხობის ცენტრალურ სტადიონზე, ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. ფინალში ფოთის „კოლხეთი“ და ხობის "კოლხეთი" შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში გამარჯვება ფოთელმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს და მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდნენ.
საფეხბურთო ტურნირში ბათუმის „ბათუსი“, ქუთაისის „მართვე“, მარტვილის და ფოთის საფეხბურთო სკოლების, ზუგდიდის „ოდიში 1919“-ის„, ხობის კოლხეთის“, ოზურგეთისა და ხონის სასპორტო სკოლების 2012-2013 წლებში დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
ტურნირის ფინალურ მატჩს და დაჯილდოების ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.