28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში, საცხენოსნო შეჯიბრების ერთ-ერთი უძველესი სახეობა ,,მარულა" გაიმართა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის, ლექსო ჭითანავას ხსოვნას მიეძღვნა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეულმა ცხენოსნებმა.
საცხენოსნო შეჯიბრება გაიმართა ერთ-ერთ  ტრადიციულ სახეობაში- მარულა, სადაც 2 და 6 კილომეტრ მანძილზე ჯირითში ჩენპიონი გახდა ჯანო მამფორია (ერგეტა- ზუგდიდი.)
ხოლო 8 კილომეტრიან მანძილზე პირველობა და ჩემპიონის ტიტული  მალხაზ აბშილავამ(სოფ. ორულუ)მოიპოვა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი, ლაშა გვასალია დაესწრნენ. 
საცხენოსნო ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა,  გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცათ.
 
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
