წინაპრის ხსოვნას პატივი მიაგო

 დღეს ეს ფოტოები მივიღე უნგრეთიდან, რამაც ძალიან გამახარა, ფოტოებზე უფრო იმან, რომ ჩვენთან სანდროსნაირი ახალგაზრდები არიან, ისინი ღირსეულად გააგრძელებენ საქართველოს ისტორიას! სანდრო ლერის ძე იოსავამ ბუდაპეშტში მოინახულა თავისი ბაბუის სერიოჟა ილარიონის (ჭოკოს) ძე იოსავას ბიძაშვილის დავით სილოვანის ძე ჩიტაიას საფლავი ბუდაპეშტში ,,კერეპიშის’’ სასაფლაოზე!

ღმერთმა აცხონოს დათო ჩიტაიას სული!

ღმერთი ფარავდეს სანდროს, წარმატებები და ულევი სიხარული მას!

დიდი მადლობა ლელა და ლერი ასეთი ვაჟკაცის აღზრდისათვის! ქრისტე ღორონთიშ მარდი თქვანწკუმა!

ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია