სამუშაოს შესრულების მართვისა და მოხელის შეფასების თემაზე ტრენინგი ჩატარდა

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით, საჯარო სამსახურში სამუშაოს შესრულების მართვისა და მოხელის შეფასების თემაზე ონლაინ ტრენინგი ჩატარდა.
სასწავლო კურსს საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გვანცა ბესელია უძღვებოდა.
ტრენინგი მოიცავდა შეფასების კომპონენტებთან, სამართლებრივ ჩარჩოსთან, შეფასების პროცედურებთან და მეთოდებთან, შესრულების მართვის ციკლთან, თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ტრენინგს მერიის სამსახურების და განყოფილებების უფროსები ესწრებოდნენ.