ხეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ქეთევან ტურავა ლიეტუვაში გაემგზავრება

 ხეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ქეთევან ტურავა ლიეტუვაში გაემგზავრება, სადაც პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებულ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას. ბანაკის მონაწილედ ქეთევან ტურავა არასამთავრობო ორგანიზაციამ კრეატიული ახალგაზრდული პლატფორმა/Creative Youth Platform პროექტის ფარგლებში შეარჩია. ბანაკში საქართველოდან 15 ახალგაზრდა გაემგზავრება.