ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის სახურავის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის სახურავის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

ინფრასტრუქტურული პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მერიისთვის სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხით განხორციელდა.

სკოლის სახურავის რეაბილიტაციაზე 98285 ლარი დაიხარჯა.

2021 წელს ქვემო ქვალონში, 300 მოსწავლეზე გათვლილი, ახალაშენებული სკოლა გაიხსნა, ხოლო შავღელეში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.