ხობის მუნიციპალიტეტის პირველი
ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში 30 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი
გაიხსნა. 
ბაღი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა
დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და სამეგრელო-ზემო
სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით კუხალეიშვილმა გახსნეს.
ახალი ბაღის მშენებლობაზე  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯა და სოფელს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტი
შეემატა.
 
