ხობელმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო პირველობაზე გაიმარჯვეს

ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ჭიდაობის სკოლის წევრებმა ვახტანგ ლოლუამ და გოგა უბილავამ. ხობელმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავეს.

 საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა  ბრწყინვალე შედეგი აჩვენა - ათი წონითი კატეგორიიდან ექვსში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველი ჭაბუკები ავიდნენ. სულ კი ჩვენი ნაკრების მონაგარი ასეთია: 6 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.