ხობის მოსწავლეთა ცენტრში ხაახალწლო კონცერტი გაიმართა

 

ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში საახალწლო კონცერტი გაიმართა. სადღესასწაულო ღონისძიებაზე შესრულდა ქართული ხალხური და უცხოური ცეკვები, საახალწლო ლექსები და სიმღერები. კონცერტის მონაწილეებს საახალწლო საჩუქრების პაკეტი გადაეცათ.

საახალწლო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონცერტი ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.