ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა


 

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის და 2022-2025 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. ავით ჭოჭუას განმარტებით ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 13 მილიონ 247 ათასი ლარით.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ძირითად პრიორიტეტებ - ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია, სოციალური სფერო და განათლება წარმოადგენს.

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს წევრები, მერიის, საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლები და ხობის ახალგაზრდული საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.

ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი იხილეთhttp://www.khobi.ge/files/files/biujetis%20proeqtebi/biujetis%20proeqti%20khobi%202022.pdf