შავი ზღვის (ყულევის ) ტერმინალი

 

შავი ზღვის  ტერმინალი

გეოგრაფიული მდებარეობა

საქართველო, ხობის რაიონი სოფელი ყულევი, შავი ზღვისა და მდინარეების  ცივისა და მდ. ხობისწყლის შესართავთან.
სამხრეთ-დასავლეთით ზღვასა და ტერმინალს შორის გადის აკუმულერებული ქვიშის ზვინი. 
ჩრდილო-დასავლეთით ტერმინალიდან 50-მეტრის საზღვარზე მიედინება მდინარე ცივი, რომლის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებულია, სოფელი ყულევი.

დანიშნულება 
ნავთობის ნედლელულის, დიზელის საწვავის მიღება სარკინიგზო ცისტერნებიდან ხანგრძლივი შენახვისა და გადაზიდვა საზღვაო ხომალდებზე.

საწარმო  განეკუთვნება: 
ფუნქციონალური დანიშნულება-გადამზიდავი
ტრანსპორტის კავშირები-სარკინიგზო, საზრვაო.
წლიური ტვირთ-ბრუნვა- 1კლასის ობიექტთა რიცხვს.
სარეზერვუარო პარკის ტევადობა- 1 კატეგორიის საწყობი.

სარეზერვუარო პარკის საერთო ტევადობა 320 ათასი მეტრ-კუბში, 380 ათასი კუბ-მეტრში გაზრდის საშუალებით.
ნავთობ-გადაზიდვის ოპერაციებისათვის გათვალისწინებულია ორი ნავსაყუდელი, 1000 ტონიანი ტვირთტევადობის ტანკერში ნავთობპროდუქტების ჩასასხმელად.
ტერმინალს ემსახურება წინასაპორტო რკინიგზის სადგური, რომელშიც ერთდროულად შეიძლება განთავსდეს 180 ვაგონცისტერნა. რკინიგზის ესტაკადებზე შესაძლებელია 168 ვაგონცისტერნის ერთდროულად გადმოცლა.
ტერმინალის შემადგენლობაში შედის ტექნოლოგიური მოწყობილებების კომპლექსი, რომლის დანიშნულებაცაა: ნავთობისა და ნავთობპროდუქტის მირება, შენახვა, გადასხმა ტანკერებზე.
ასევე ტერმინალის ტერიტორიაზე განლაგებული ადმინისტრაციული და საყოფაცხოვრებო შენობები, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოს ნორმალურ ექსპლუატაციას. 
ტერმინალს გააჩნია საწარმოო პროცესის ავტომატიზაციისა და მექანიზაციის მაღალი ხარისხი.

ამჟამად ტერმინალში დასაქმებულია 580 ადამიანი.
ტერმინალის შემოსავლები ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეადგენს 65-70%-ს:
1. ქონების გადასახადი-3349000 ლარი.
2. მიწის გადასახადი-1678000 ლარი.
3. არასასოფლო მიწის გადასახადი-1112000 ლარი.

ტერმინალის ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.kulevioilterminal.com