ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ხობში მერობის კანდიდატსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხობში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს დავით ბუკიას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ. ინფორმაციას პარტიის “ქართული ოცნება” პრესსამსახური ავრცელებს.

​
შეხვედრას ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია ესწრებოდნენ.

დღესვე შეხვედრები გაიმართება სენაკსა და ფოთში.

http://region.kvira.ge/71274/