დავით ლიდერის ძე ალანია

 


დავით ლიდერის ძე ალანია დაიბადა ქ. ხობში 1977 წელს. ხობის #2 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო და დაამთავრა ჯერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხით და შემდგომ თბილისის იურიდიული ინსტიტუტი სამართლის მაგისტრის ხარისხით. ასევე განათლება აქვს მიღებული ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში. მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი. ფლობს გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

მუშაობდა საჯარო სამსახურში სხვა და სხვა თანამდებობებზე, ჯერ იუსტიციის სამინისტროში, შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2017 წლიდან მუშაობს შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორც ეუთოს კონსულტანტი უსაფრთხოების საკითხებში. დავით ალანია არის OSCE-ს ექსპერტთა სპეციალური ჯგუფის წევრი, ასევე  BORDERPOL-ის საკონსულტაციო საბჭოს საპატიო წევრი. იგი არის ორ ათეულამდე საერთაშორისო კონფერენციისა და ფორუმის მონაწილე, როგორც მოწვეული მომხსენებელი, ექსპერტი ან/და სპეციალისტი. განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია სხვა და სხვა ქვეყნის მედლებითა და სამკერდე ნიშნებით.

2018 წლიდან იგი არის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც კითხულობს ლექციებს სამაგისტრო პროგრამაზე.  არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია სხვა და სხვა ქვეყნებში ქართულ რუსულ და ინგლისურ ენებზე. 

ჰყავს შვილი ელენე ალანია, რომელიც 2021 წელს, ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სახ. უნივერსიტეტის პირველი კურსზე.