დღეს 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, ფოთის ტელევიზიის ,,მეცხრე ტალღის“ ეთერში, გადაცემა ,,კურსორის'' სტუმარი იყო ბლოგერი, ხობის მემატიანე ირაკლი შონია. ირაკლი ეროვნულ მოძრაობაზე, ზვიადის გზაზე და მის მომხრეებზე გადაღებული ფილმის ერთ-ერთი ავტორია და გადაცემაში ფილმის შექმნის პროცესზე ისაუბრა. ფილმში გამოყენებულია ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრის ნუგზარ (ხვიჩა) შონიას მიერ სასწაულებრივად შემონახული ვიდეო მასალა, მისივე ინიციატივითა და ავტორობით 2010 წელს შეიქმნა აღნიშნული ფილმი „ხობის ცოცხალი ჯაჭვი (ოთხმოცდაათიანები)“
ფილმი ასევე ნაჩვენები იქნა რეგიონალურ ტელევიზიების; საინფორმაციო ცენტრ „კოლხეთი 89“ და სენაკის ტელევიზიის „ეგრისის“ ეთერში.