დაბადების დღის მილოცვა ხობარ ხვიჩა შონიას

 


დაბადების საიუბილეო დღეს ვულოცავთ ნუგზარ (ხვიჩა) შონიას და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ხოფის ყოვლადწმინდა თეთროსანი ღვთისმშობელი შეეწიოს მას და მის ოჯახს! მიგახვამანთ! 

      ხობის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები მაშინაც კი, როცა ხობი არათუ როგორც ადმინისტრაციული ცენტრი, არამედ როგორც დასახლებული პუნქტი არ არსებობდა ,,ხოპარებად’’, ანუ ხობელებად ვიწოდებოდით, რადგან აქ მოსახლე ხალხი უხსოვარი დროიდან ხოფის ღვთისმშობლისა და ხობის მონასტერში დასვენებული ღვთისმშობლის კვართის მსახურებად ვითვლებოდით. სიტყვა ,,ხოპარში’’ მისტიური და ღრმა შინაარსი დევს... ,,ხოპარობა’’-ხობელობა ჩვენი წარსულიდან გამომდინარე საამაყოა, სწორედ წინაპრების მიერ აშენებულ საძირკველზე უნდა დაშენდეს მომავალი. ის, რომ ,,ხოპარი’’ ხობელის ადგილობრივი, მეგრული ფორმაა, არ უნდა დაგვაბრკოლოს. გელათი გვიან შუასაუკუნეებში დასავლეთ საქართველოს რელიგიურ ცენტრად იქცა, აქ მოღვაწე იერარქები კი, არა გელათელად, არამედ ,,გენათელად’’ იწოდებოდნენ და იწოდებიან დღესაც, რაც მეგრულად ნათელს უკავშირდება. ხობის ტაძრის კანკელის წინ, ჩრდილოეთით გამოსახულია ხობელი იერარქის ნიკოლოზ ხოფელი, წულუკიძის ფრესკა, პროფესორმა თემო ჯოჯუამ გაარკვია, რომ იგი მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწეა. XI საუკუნის ქართული ხელოვნების უბრწყინვალესი ტაძრის-ნიკორწმინდის დასავლეთ კედელზე გამოსახულია ზემოთ დასახელებული მოღვაწე წარწერით: ,,ნიკოლოზ ხოპარი, წულუკიძე’’. უნდა შევნიშნოთ, რომ წულუკიძეები რაჭის უძლიერეს ფეოდალურ გვარს წარმოადგენდა. 

    ხვიჩა შონია ცხოვრების წესის, მის მიერ საზოგადოებისათვის განხორციელებული მრავალი მეტად საჭირო საქმეების მიხედვით, წინაპარ ხოპართა ღირსეული შთამომავალი და ჩვენი დროის გამორჩეული ხოპარია!

         ღორონთიშ დო ნანამარიაშ მარდი გორტიბაფუდან ხვიჩა პატონი თქვა დო თქვან დიდ ოჯახის!

ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია

წყარო: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid02u1nf4UerJDfVwtFonXxgs4hm1LBiy3BKYQgSCcFbeMwt2zdRU79djgkwymWETFvml&id=100001887135317&mibextid=UyTHkb