მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მიწის რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს, 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სააგენტოს თანამშრომლებმა ვრცლად ისაუბრეს მიწის რესგისტრაციის პროცესებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესზე. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.